weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ტაო-კლარჯეთთან მიწისძვრა მოხდა

18:26 ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 17:18 საათზე, ტაო-კლარჯეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 5 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 მაგნიტუდას შეადგენდა.

თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

21 აპრილს, დილით, 06:08 საათზე მიწისძვრა მოხდა კახეთში, ყვარლის რაიონში, რომლის სიმძლავრე 4.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ახალსოფელში იყო, ქალაქ ყვარლიდან 9 კილომეტრში. მიწისქვეშა ბიძგები 10 საათზეც განმეორდა და კახეთის სხვა რაიონებშიც იგრძნობოდა.

20 აპრილს, 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან 8 კილომეტრში, დაღესტანში. 17 აპრილს კი საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრში, ჩეჩნეთში. მიწისძვრის სიმძლავრე 3 მაგნიტუდა იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]