weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გურჯაანის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათი უკვე მეორედ გადაეცათ

18:03 პარასკევი, 01 მაისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს სასურსათო კალათები უკვე მეორედ გადაეცათ.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის შეჩერების პერიოდში, აღსაზრდელების ოჯახებისთვის საკვების გადაცემის ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს დავით სონღულაშვილს ეკუთვნის, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ გურჯაანის სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

" საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ოჯახებს უკვე მეორედ გადავეცით სასურსათო პროდუქტი. სურსათის მშობლებისთვის გადაცემა ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული  რეკომენდაციების სრული დაცვით მოხდა. ამ ოჯახებისთვის გაწეული დახმარება, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ნამდვილად მნიშვნელოვანი და ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სასიცოცხლოდ აუცილებელიცაა, რადგან კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე ბევრი ჩვენი მოქალაქე დროებით სამსახურის და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ჩვენ ვცდილობთ თითოეულ მათგანს დავუდგეთ მხარში და შესაძლებლობების ფარგლებში აღმოვუჩინოთ დახმარება." - აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით სასურსათო კალათების გაცემის მეორე ეტაპისთვის 82 000 ლარი, ხოლო პირველ ეტაპზე, რომელიც მარტის თვეში განხორციელდა, 128 000 ლარი დაიხარჯა.

R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]