weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შსს-მ ბოლნისის სოფელ მუშევანში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

12:04 შაბათი, 02 მაისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, მსუბუქად არის დაზიანებული 2 ავტომობილი, ფიზიკურად კი არავინ დაზიანებულა.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გუშინ, საღამოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს კორონავირუსით ინფიცირებული პირების კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს. ადგილობრივებმა სასწრაფოს და პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს და სოფლის დატოვება აიძულეს.

„ისინი, ჩვენი თანასოფლელები გაციებულები არიან და ამათ კორონა დაარქვეს. საშიში ვირუსი რომ ჰქონდეთ, ჩვენ საკუთარი ხალხის მტრები ხომ არ ვართ? სოფელი ჩაკეტილია, რაიონიც.

მანამდე ერთი ადამიანი წაიყვანეს. მერე მისი ოჯახის სხვა წევრებიც წაიყვანეს. მათ პრობლემა არ ჰქონიათ, არც თავს გრძნობდნენ ცუდად. ასე უსაფუძვლოდ მიჰყავთ ხალხი და აღარ გავატანეთ“, - ამბობს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე.

კორონავირუსით სულ მცირე 7 პირია ინფიცირებული. ისინი ამ დრომდე სოფელში რჩებიან და სამკურნალოდ სტაციონარში გადაყვანაზე მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]