weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში - ვირუსი ექიმს დაუდასტურდა

12:58 შაბათი, 02 მაისი 2020

კახეთის რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებული ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმია. ის ამავე დროს ყვარლის საავადმყოფოშიც მუშაობს და წინასწარი მონაცემებით, ბოლო რამდენიმე დღეში კონტაქტი 60-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა.

ყვარლის საწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ინფიცირებული სამკურნალოდ თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს კი შემოწმება ჩაუტარდებათ. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის სამსახურის ინფორმაციით, რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში 325 ნიმუში იყო გაგზავნილი, საიდანაც კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილია 8, კარანტინის რეჟიმშია 5152 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 551 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]