weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარნეულის სასწრაფოს 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:26 შაბათი, 02 მაისი 2020

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 8 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მარნეულის სათემო რადიოს ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა დაუდასტურა. მერის განცხადებით, 8 ინფიცირებულიდან 5 მარნეულის მცხოვრებია, 3 კი თეთრიწყაროდან არის.

მარნეულის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ოფისსა და მანქანებს დეზინფექცია უტარდება.

მარნეულის და ბოლნისის რაიონები 23 მარტიდან ჩაკეტილია. აკრძალულია მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა. მარნეულის შესასვლელებში განთავსებულია 12 ბლოკ-საგუშაგო. დახურულია ყველა ობიექტი სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების გარდა.

2 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 582 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207, გარდაცვლილია 8, კარანტინის რეჟიმშია 5152 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 551 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]