weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა ჯერ არ განიხილება - მეზვრიშვილი

19:01 შაბათი, 02 მაისი 2020

„კაფეების, რესტორნების, სავაჭრო ცენტრების, როგორც ხალხმრავლობის თვალსაზრისით განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ობიექტების გახსნა, ჩვენს მიერ წარმოდგენილი გეგმით, გათვალისწინებულია ბოლო ეტაპზე. ამ ეტაპზე არ განიხილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნა, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.

მისი განმარტებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია შეზღუდვების დაგეგმილზე ადრე მოხსნა ისევე, როგორც, ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში - უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

„ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმის თქმა, რომ გარკვეული შეზღუდვების მოხსნა შესაძლებელია ვადაზე ადრე, სამშაბათიდან, ოთხშაბათიდან, 8 ან 9 მაისიდან და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, თუმცა მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. ვცდილობთ, მთავრობა ამ ნაწილში თანმდიმდევრული იყოს, ისევე როგორც თანმიმდევრულები ვიყავით შეზღუდვების ამოქმედების ნაწილში. გარკვეული ეტაპებიდან შესაძლოა, ცოტა წინ გადმოვწიოთ, მაგალითად, ზოგადად მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები. ვმსჯელობთ სხვა დეტალებზეც, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,“- აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნაზე საუბრისას იგულისხმება ცალკეული აკრძალვების გაუქმება როგორც მთელი ქვეყნისთვის, ისე კონკრეტული რეგიონისთვის, რაც დამოკიდებულია როგორც ზოგად ეპიდემიოლოგიურ სურათზე, ისე - კონკრეტული რეგიონის სპეციფიკაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]