weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წნორი, გიორგიწმინდა - კახეთში სულ მცირე 7 სოფელი დაისეტყვა

22:54 შაბათი, 02 მაისი 2020

ძლიერმა სეტყვამ კახეთში სიღნაღის და საგარეჯოს სოფლები დააზარალა. ყველაზე მეტად სიღნაღის მუნიციპალიტეტში წნორია დასეტყვილი, საგარეჯოში კი სოფელი გიორგიწმინდა. ხეხილის ბაღები და ვენახები 70-100 %-ით არის დაზიანებული.

სეტყვა მოვიდა სოფლებში ვაქირში, ანაგაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - უჯარმაში, პატარძეულსა და ხაშმში. ზარალი აქ შედარებით ნაკლებია.

სეტყვა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. ზოგიერთ ადგილას სეტყვის მარცვლები ქათმის კვერცხის ზომის იყო.

 დაზარალებულების თქმით, მათ სოფლებში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან სროლის ხმა არ გაუგიათ.

სეტყვა მაქსიმალურად შევამსუბუქეთ, 130 რაკეტა გავისროლეთ - ცენტრი

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა უკვე მუშაობს და 2020 წლის სეზონზე პირველი სროლები 20 აპრილს განახორციელა - ახმეტის, თელავისა და ყვარლის რაიონებში კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა. აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 14:53 საათიდან 18:07 საათამდე სეტყვასაშიში ნალექის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, გასროლილ იქნა 70-მდე რაკეტა. ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა სავარგულების თავზე წვიმის სახით ჩამოიცალა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა 2018 წელს სამართავად შპს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. აღნიშნული შპს-ს 100 % წილის მფლობელი სახელმწიფოა. 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წელს შეიქმნა და 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რადარი სოფელ ნუკრიანში, ჭოტორის მთაზეა განთავსებული, საიდანაც 83 საცეცხლე წერტილი იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]