weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა შეზღუდვა მოიხსნება

12:21 ორშაბათი, 04 მაისი 2020

„რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებითი ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, რაც ეპიდემიოლოგუირ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

4 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 593 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223, გარდაცვლილია 9, კარანტინის რეჟიმშია 5028 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 537 პაციენტი.

საქართველოში 22 მაისის ჩათვლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]