პირველ ეტაპზე, თერმოსკრინინგი მაღაზიებთან, აფთიაქებთან და ბანკებთან რიგში მყოფ ადამიანებს ჩაუტარდა. მეორე ეტაპზე კი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სახლებში ვიზიტი ხორციელდება, სადაც თითოეულ მოქალაქეს უტარდება თერმოსკრინინგი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგს გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და საკრებულოს დეპუტატები, გურჯაანის მერიის სხვა თანამშრომლებთან და ა(ა)იპებთან ერთად ახორციელებენ.
"თითქმის ერთი კვირაა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის თერმოსკრინინგი დავიწყეთ. აქამდე საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია, ვიმედოვნებთ რომ ასე გაგრძელდება. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი მერიის ყველა თანამშრომელს, რომელიც თერმოსკრინინგის პროცესში იღებს მონაწილეობას.
კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო გურჯაანელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან. გავურფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს! " - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
თერმოსკრინინგის პროცესს მონიტორინგს უწევს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი.
R - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია