weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთში სასწრაფოს ექიმს PCR ტექნოლოგიით კორონავირუსი არ აღმოაჩნდა

22:44 სამშაბათი, 05 მაისი 2020

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სწრაფი ტესტით კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა, PCR ტექნოლოგიით ჩატარებული ტესტის შედეგად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„კახეთში ადამიანების საკმაოდ დიდი რაოდენობა იქნა გამოკვლეული და ამ დროისთვის, ყველა შემთხვევაზე უარყოფითი პასუხია. რაც შეეხება სასწრაფოს ექიმის შემთხვევას, ჩვენ იქ ვაგრძელებთ ჩაღრმავებულ კვლევას და იმედი მაქვს, ამ კითხვაზე უკვე გარკვეული პასუხი გვექნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლოა, სწრაფი ტესტი, რომელიც ექიმს გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო. „ტესტის ხარვეზები ხდება. არ არის გამორიცხული, რომ PCR ტექნოლოგიების გამოყენების დროსაც იყოს ცრუ დადებითი, რომელიც ასევე ექვემდებარება გადამოწმებას და სწორედ ამიტომ ხდება ამ შედეგების გადამოწმება რამდენჯერმე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ყვარელში სწრაფი ტესტით შემოწმების შედეგად ინფიცირების გამოვლენამდე, კახეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ იყო და რეგიონი მწვანე ზონად მიიჩნეოდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა გურიაშიც.

5 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 604 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 პაციენტი, გარდაცვლილია 9 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში 4919 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 497.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]