„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიაში მოხდა. ობიექტის მეპატრონის თქმით, ეჭვმიტანილი მაღაზიიდან გავიდა, მოგვიანებით კი რამდენიმე ადამიანთან ერთად დაბრუნდა, რის შემდეგაც ის დაჭრეს.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებისთვის დაპირისპირების მიზეზი უცნობია. შსს-ში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.