weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ყვარლის სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიაშიც არ დაუდგინდა

18:33 ოთხშაბათი, 06 მაისი 2020

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს კორონავირუსი ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმების შედეგადაც არ დაუდგინდა. ეს ნიშნავს, რომ კახეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის და რეგიონი „მწვანე ზონად“ რჩება.

„მწვანე ზონა - ოფიციალური ტერმინი არ არის, მაგრამ დამკვიდრებული ტერმინია, ჩვენ სწორედ ამ გზაზე ვდგავართ, რომ მწვანე ზონის სტატუსი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში რეგიონიდან სხვა ექიმების ტესტებიც იყო გაგზავნილი და ყველა შემთხვევაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ყვარლის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმს, კორონავირუსი, რამდენიმე დღის წინ, სწრაფი ტესტით დაუფიქსირეს, რის შემდეგაც ექიმი თბილისში გადაიყვანეს და სიღრმისეული კვლევები ჩაუტარდა. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლოა, სწრაფი ტესტი, რომელიც ექიმს გაუკეთდა, ხარვეზიანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]