weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თიბისი დაზღვევამ 2019 წელს ფერმერებს 2 მლნ ლარის ზარალი აუნაზღაურა

11:43 პარასკევი, 08 მაისი 2020

2019 წლიდან თიბისი დაზღვევა ჩაერთო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ აგროდაზღვევის სექტორში და ჯამში 228 ფერმერს 2 მლნ ლარის ოდენობის ზარალი აუნაზღაურა.

აგროდაზღვევა ფერმერებს იცავს იმ მოულოდნელი ხარჯებისგან, რომელიც შეიძლება სტიქიური მოვლენების შედეგად, მოსავლის განადგურებას მოჰყვეს.

დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვეული კულტურებია: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი და ვაზი.

გურჯაანის სერვის-ცენტრის დირექტორის გიორგი გაბიტაშვილის თქმით, თიბისი დაზღვევამ რომ წარმატებით იმუშავა, ამაზე შარშანდელი შედეგებიც მეტყველებს:

საკმაოდ მოსახერხებელი პირობები გვაქვს, მთავარია კლიენტმა დროულად მოახდინოს რეაგირება და ზარალიდან  24 საათის განმავლობაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 0322422222. ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე ნახავენ და შეფასებენ არსებულ სიტუაციას, განისაზღვრება ზარალის პროცენტი და ანაზღაურებაც შესაბამისად მოხდება.

- ბატონო გიორგი, ხშირად ჩნდება კითხვა, რატომ არ შედის მოსალოდნელ რისკებში გვალვა?

- მოგეხსენებათ, აგროდაზღვევა არის სახელმწიფო პროგრამა, გვალვა არ არის გათვალისწინებული დაზღვეულ რისკებში. ჩვენ, რადგან ამ პროგრამაში ვიღებთ მონაწილეობას, ვანაზღაურებთ მხოლოდ პროექტით გათვალისწინებულ რისკებს.

- რატომ თიბისი დაზღვევა?

- ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებას და ვთავაზობთ მარტივ და სწრაფ სერვისებს. ფაქტი სახეზეა, 2019 წელს პირველად შევედით ბაზარზე და ამ პერიოდში 228 ფერმერს ავუნაზღაურეთ 2,000,000 ლარის ზარალი. ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგი შედეგია.

პროგრამა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანადაფინანსებით ხორციელდება. დაზღვევის ღირებულების 50 %-ს სახელმწიფო ფარავს ვაზის კულტურის შემთხვევაში, ხოლო სხვა კულტურებზე თანადაფინანსება 7 0%-ია. ფერმერს აგროდაზღვევის ღირებულების გადახდა ეტაპობრივად, სესხით სახითაც შეუძლია.

თიბისის აგროდაზღვევით შარშან ფირანი ბაწელაშვილმაც ისარგებლა და როგორც თვითონ აღნიშნავს, ძალიან კმაყოფილია: „გურჯაანში, სოფელ არაშენდაში მაქვს ვენახები და რამდენიმე ჰექტარზე ხორბალიც მითესია. შარშან ერთი ჰექტარი საფერავი დავაზღვიე, ათ ტონა ყურძენს ველოდებოდი, მაგრამ მაისში ძალიან დავისეტყვეთ. მაშინვე დავრეკე ცხელ ხაზზე და ორი კვირის ვადაში მოვიდნენ ბიჭები ზარალის შესაფასებლად. ძალიან კმაყოფილი დავრჩი, რადგან  რეალურად შეაფასეს ზარალი, 70 % დაითვალეს. ასეც გამოვიდა იმიტომ, რომ შემოდგომით 3 ტონამდე ყურძენი დავკრიფე. ძალიან კმაყოფილი ვარ თიბისი დაზღვევის მომსახურებით.“

აგროდაზღვევის https://tbcinsurance.ge/ka/page/agrodazRveva შეძენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ვინც მიწას ამუშავებს და მოსავალი მოჰყავს. სავალდებულოა, მიწა რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში და დასაზღვევი ნაკვეთი არ აღემატებოდეს 5 ჰექტარს ან 30 ჰექტარს მარცვლეული კულტურის შემთხვევაში. თუ მომხმარებელი ამ სახელმწიფო პროგრამის რაიმე კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია სახელმწიფოს თანადაფინანსების გარეშეც დაეზღვიოს. ამ შემთხვევაში სადაზღვევო პრემიის 100 %-ს ფერმერი გადაიხდის.

აგროდაზღვევის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის შიდა ქართლისა და კახეთის ფილიალებში.

 R - „თიბისი დაზღვევის“ ინფორმაცია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]