weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საგარეჯოს კლინიკის ექთანს, რომელსაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, PCR-ით იკვლევენ

11:50 პარასკევი, 08 მაისი 2020

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის ექთანს, რომელიც თბილისში ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუფიქსირდა, PCR მეთოდით იკვლევენ. ექთანი ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ვიდრე PCR ტესტის პასუხები არ იქნება ცნობილი, ექთანი Covid 19-ით ინფიცირებულად არ ითვლება.

„დღეს მის მონაცემებს ოქროს სტანდარტით, PCR მეთოდით გადავამოწმებთ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ვადასტურებთ თუ არა ამ დიაგნოზს. ყოველი შემთხვევისთვის კონტაქტები შესწავლილია, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში დრო არ დაიკარგოს“, - აღნიშნა სოლოღაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკის 23 თანამშრომელს კვლევა ჩაუტარდა და კორონავირუსი არცერთ მედიკოსს არ დაუდასტურდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]