weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17:30 პარასკევი, 08 მაისი 2020

სამდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი ზურაბ ოთიურიძის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიური მონიტორინგი.

საძიებო სამუშაოებს მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა. ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში ჩამოწვა 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა. მუდმივად იყო ზვავის განმეორებით ჩამოწოლის საფრთხე.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან.

თუშეთის გზაზე ზვავი 5 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე ჩამოწვა და „თუშეთის ავტოგზის“ ორი თანამშრომელი მოიყოლა. ერთ-ერთის, ზაქრო ცისკარიშვილის ამოყვანა მალევე მოახერხეს. ის თავის ტრავმითა და მოტეხილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზა ერთ-ერთი ყველაზე რთული და საშიში სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში. გზის დიდი ნაწილი კლდეებსა და მთებზეა გაჭრილი. გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე და დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ივნისამდე დაკეტილია. გზის გაწმენდას აპრილში იწყებენ და მაისის ბოლოს ამთავრებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]