ყველაზე მძიმე მდგომარეობა ლაგოდეხის სოფელ კაბალში შეიქმნა. მდინარე კაბალიდან გადმოვარდნილმა წყალმა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებთან ერთად, სათბურები, სარდაფები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
ყვარელში რამდენიმე სოფელშია დატბორილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ტექნიკაა მობილიზებული მდინარე დურუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ახმეტაში მდინარე ორვილადან გადმოსულმა წყალმა კი თელავი-ახმეტის საავტომობილო გზა დატბორა.
კახეთში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11 მაისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნალექი შეწყდება და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს.