ამ გრაფიკით იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“.
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში სასწავლო პროცესი 4 მარტიდან შეწყდა.