weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გახანგრძლივდება

15:54 პარასკევი, 15 მაისი 2020

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტს და შესაბამისად, პარლამენტს აღარ მიმათოს საგანგებო მდგომაროების გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება.

„შეზღუდვების ნაწილი, რაც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რომ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 393, გარდაცვლილია - 12, კარანტინის რეჟიმშია - 3873, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 404 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]