weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჭიათურაში პერევის მაღაროში თანამშრომელმა ცვლის უფროსი დაჭრა

19:22 შაბათი, 16 მაისი 2020

ჭიათურაში, პერევის მაღაროში თანამშრომელმა, 1991 წელს დაბადებულმა ბ.გ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცვლის უფროსი, 1983 წელს დაბადებული ხვიჩა ცაცვიძე დაჭრა. შემთხვევა 15 მაისს მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მაღაროდან რამდენიმე თანამშრომლის, მათ შორის ბ.გ-ს შესაძლო გათავისუფლებას უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თანამშრომლის დაჭრის შემდეგ ბ.გ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, იმავე დღეს, საგამოძიებო ღონისძიების მიმდინარეობისას, ბ.გ.-მ საჩხერის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საჩხერის პოლიციის თანამშრომელს.

ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელებმა ბ.გ. ცემეს, რა დროსაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის უფროსს. შსს-ში ამ საკითხზე განმარტება არ გაუკეთებიათ. ბ.გ. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.

ბ.გ.-ს მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით - 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმას და განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]