weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინიდან საქართველოში ცეზარ ტოხოსაშვილის ექსტრადირება განხორციელდა

14:57 კვირა, 17 მაისი 2020

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უკრაინიდან, ტერორიზმის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილის (იგივე ალ-ბარა შიშანი) ექსტრადირება განხორციელდა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს, სასჯელის სახით კი 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

სუს-ის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“-ს რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ცეზარ ტოხოსაშვილი, დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ცეზარ ტოხოსაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ცეზარ ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა). სირიაში მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. სოფელ ომალოში დედამისის სახლში ორი დღის განმავლობაში სამძიმარსაც კი იღებდნენ. ნათესავებმა მაშინ პანკისის სათემო რადიო WAY–ს უთხრეს, რომ სირიიდან მიღებული ინფორმაციით, ცეზარ ტოხოსაშვილი დაბომბვაში მოჰყვა და ცოლ-შვილთან ერთად დაიღუპა. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახმა ცეზარ ტოხოსაშვილისგან WhatsApp–ით შეტყობინება მიიღო, რომ ცოცხლები იყვნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]