weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

11:12 პარასკევი, 22 მაისი 2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შატილში სკოლა-პანსიონის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ყოფილი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 20 მოსწავლეზეა გათვლილი.

სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე, სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.

სატენდერო პირობების მიხედვით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები.

შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.

შატილის ახალრეაბილიტირებული სკოლა-პანსიონში ხანძარი 2019 წლის 17 ოქტომბერს გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა. ბავშვებმა და მასწავლებლებმა შენობის დატოვება მოასწრეს. შატილის სკოლა ერთადერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა პირიქითა ხევსურეთში, სადაც 5 ბავშვი სწავლობს. აღნიშნულ ადგილას სკოლა მესამედ დაიწვა. ადგილობრივების თქმით, ტერიტორია, სადაც სკოლა იყო აშენებული, ხატის ტერიტორიაა.  

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმავე დღეს განაცხადა, რომ კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, შატილში ახალი სკოლა აშენდებოდა, მანამდე კი მოსწავლეები სწავლას ალტერნატიულ შენობაში აგრძელებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]