weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ცხინვალი: კარანტინიდან გაქცეული კურსანტები აუცილებლად დაისჯებიან

15:17 პარასკევი, 22 მაისი 2020

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ კარანტინიდან გაქცეულ კურსანტებს დისციპლინარული სანქციები დაეკისრებათ. უკვე მზადაა სასწავლებლიდან მათი გარიცხვის ბრძანება. ინფორმაციას გამოცემა „ეხო კავკაზა“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  

"მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლებიც ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, განიხილება, როგორც უხეში დარღვევა და ამას მოჰყვება სამხედრო მომსახურეთა გარიცხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან"- ნათქვამია დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომხდარის გამოძიებას ითხოვს დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რომელიც გაქცეული კურსანტების მშობლებს შეხვდა. ანატოლი ბიბილოვმა მშობელთა ნაწილი კანონდამრღვევთა დამცველებად მოიხსენია და მოუწოდა, ნუ მოექცევიან კადეტებს პატარა ბავშვებივით.

"თვითიზოლაციაში ბავშვები, ქალები და მოხუცებიც იმყოფებიან. კადეტებმა კი დატოვეს საკარანტინო ტერიტორია და საფრთხეს შეუქმნეს რესპუბლიკის მოქალაქეთა ჯანმრთელობას. ისინი არ გრძნობენ პასუხისმგებლობას სამშობლოს წინაშე. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ისინი, ვინც არ ასრულებს ფიცით ნაკისრ ვალდებულებებს და არ შეუძლია კარანტინში ყოფნა 2 კვირის განმავლობაში, სითბოსა და კომფორტში,- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა მშობლებთან შეხვედრისას.

რუსეთის სამხედრო უნივერსიტეტის 25-მდე კურსანტი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საკარანტინო ზონიდან 21 მაისს გაიქცა. სამართალდამცველებმა ისინი კარანტინში იმავე დღეს დააბრუნეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სააგენტო „რეს-ის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 212 ადამიანი იმყოფება, სამედიცინო დაწესებულებებში კი 113. დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]