weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკლესიისთვის ტყის გადაცემის კანონპროექტი პარლამენტმა დაამტკიცა

17:25 პარასკევი, 22 მაისი 2020

79 ხმით არცერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საპატრიარქოს აძლევს უფლებას, ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტარი ტყე იყიდოს და დაიკანონოს. 

კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტის ხელმოწერისთანავე შევა. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, (არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში) და ასევე, საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მიჩენილ ტერიტორიაში იგულისხმება ტყის ფართობი, რომლის მესაკუთრე არის სახელმწიფო, თუმცა საერთო მართვის უფლებამოსილება აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად. შესაბამისად, საკანომდებლო ცვლილების შემდეგ, საპატრიარქოს შეიძლება საკუთრებაში გადაეცეს როგორც ახალი, ასევე აქამდე მიჩენილი ტერიტორიები.

პარლამენტმა ცვლილებების განხილვა ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. 2020 წლის გაზაფხულზე კი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე და გარემოს დაცვის კომიტეტში გატანას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) მოუწოდებდა პარლამენტს, შეეწყვიტა ტყის კოდექსში, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებში ცვლილების განხილვა. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ცვლილებები საფრთხეს უქმნიდა კონსტიტუციურ წესრიგს, კიდევ ერთხელ არღვევდა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთგამიჯვნის, კანონის უზენაესობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს.

„ქვეყანა უდიდესი გამოწვევის, COVID-19-ით შექმნილი ეპიდემიის წინაშე დგას. ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ღიად არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილ წესებს, საქართველოს საპატრიარქოა. კანონის შესაბამისი მკაცრი ზომების გატარებისა და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაცვლად, ხელისუფლება პერიოდულად მოლაპარაკებებს მართავს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. სწორედ ამ დროს, ყველასთვის დაძაბულ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები სპეციალური რეჟიმით მუშაობენ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს საპატრიარქოსთვის ახალი ქონებრივი პრივილეგიების მინიჭების საკითხს. ამ ფონზე, განსაკუთრებით პრობლემურია საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის დრო და კონტექსტი“, - ნათქვამი იყო TDI-ის განცხადებაში.

მესამე მოსმენამდე ერთი დღით ადრე შეიქმნა ონლიან პეტიციაც, რომლითაც მოქალაქეები პარლამენტს სთხოვდნენ არ დაეჭირა მხარი კანონპროექტისთვის.

 "ეს არღვევს საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას და ქმნის სტრატეგიული ბუნებრივი რესურსების მართვის და განაწილების უსამართლო პრაქტიკას." - ნათქვამია
პეტიციაში.

კანონპროექტის მიღების მომენტისთვის პეტიციას დაახლოებით 5 ათასი ხელმომწერი ჰყავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]