weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პირბადე სავალდებულოა, 10-ზე მეტის შეკრება აკრძალულია - რა შეზღუდვები რჩება ძალაში

11:36 ორშაბათი, 25 მაისი 2020

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად, ჯერჯერობით კვლავ უცნობია როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და როდის გაუქმდება ის შეზღუდვები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ძალაში დატოვა.

23 მაისიდან გაუქმებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. დასაშვები გახდა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილება, თუმცა ეს ტაქსებზე არ ვრცელდება. ძალაში რჩება ისეთი აკრძალვები, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.

მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:

  • მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.
  • მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.

დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:

✖ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;

✖ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ");

✖ სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);

✖ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;

✖ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;

✖ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.

  • დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
  • დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
  • გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.
  • მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

  • შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
  • შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
  • შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
  • ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
  • ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
  • სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
  • კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
  • შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
  • დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.

შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:

✖ რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;

✖ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ");

✖ სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);

✖ სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;

✖ სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;

✖ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.

  • ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.
  • სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
  • ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
  • საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]