weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

8 946 ახალი შემთხვევა რუსეთში, 452 სომხეთში - როგორია ვითარება მეზობელ ქვეყნებში

13:56 ორშაბათი, 25 მაისი 2020

საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა. მათ შორის, მდგომარეობა ყველაზე კრიტიკულია რუსეთში, სადაც სულ 353,427 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8,946 ბოლო 24 საათში. უახლესი მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 92 ინფიცირებული და დაღუპულთა რიცხვმა 3,633-ს მიაღწია. გამოჯანმრთელებულია 118,798 ადამიანი.

მდგომარეობა გაუარესდა სომხეთშიც, სადაც 452 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სომხეთში ჯამში 7,113 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილია 87 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3,145.

არ არის ინფორმაცია ახალ შემთხვევებზე აზერბაიჯანში, სადაც სულ დაფიქსირებულია დაინფიცირების 4,122 და გარდაცვალების 49 შემთხვევა. 2,607 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,466 კვლავ მკურნალობს.

მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში - 156,827 შემთხვევა. გარდაცვლილია 4,340 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 118,694.

მეზობელ ქვეყნებში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ყურადღება რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გაამახვილა. კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მან განაცხადა, რომ ძალიან საყურადღებოა შემთხვევების მატება იმ მეზობელ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს პირდაპირი საზღვარი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]