„კომუნისტური რეჟიმიდან გამოსულებს და აღფრთოვანებულებს, ჩვენ, შემდეგ უკვე ალერსით გაბრუებულს და საკენკით მიტყუებულს, ევროპა ხომ არ დაგვხვდა? თვალი ხომ არ გავახილოთ?
თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა.
მე სერიოზულად ვფიქრობ, ალბათ სინოდზე დავსვამ ამ საკითხს, ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოგვეწყო და ხელახლა ხომ არ ვკითხოთ ჩვენს ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა“ - აღნიშნა მიტროპოლიტმა.
საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ჩვენი ურყევი ნებაა დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა, რომელშიც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. სახელმწიფოს ქვეყნის უზენაესი კანონის დონეზე აქვს დეკლარირებული საქართველოს კურსი - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, გავლენიანი რელიგიური ინსტიტუტის ამბიონიდან გაკეთებული ეს განცხადება ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ატარებს, რამდენადაც ეწინააღმდეგება ქვეყნის განვითარების დემოკრატიულ კურსს და საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას. გარდა ამისა, ამ ტიპის პოზიციონირება შეიძლება წაკითხული იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეებისა და სახელმწიფოს შანტაჟის მცდელობა.
ამ თემაზე:
„25 მლნ რომ გავყოთ, ერთ კაცზე 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრიან“ - მეუფე ანტონი