წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა. კორონავირუსის გამო კაფე რამდენიმე თვე დაკეტილი იყო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ 112-ზე ხანძრის შესახებ შეტყობინება არ შესულა, თუმცა მეხანძრეებმა კვამლი თავად შენიშნეს და შემთხვევის ადგილას გავიდნენ. მაშველებს შენობა მთლიანად დამწვარი დახვდათ.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს გუდაურში „ხიჟინა“ დაიწვა.