weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახალი პროექტი დაიწყო

15:26 ორშაბათი, 31 ივლისი 2017

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისთვის ესეების კონკურსი - „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ჩატარდება. კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით კონსტიტუციის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. წელს, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის დღის აღნიშვნას, რადგან სწორედ წელს მიმდინარეობდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა.

„მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დღე აღინიშნოს უფრო ფართო ჩართულობით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შემოდიოდა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მხარი დაგვეჭირა ამ პროექტებისთვის. სწორედ ასეთია პროექტი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“, საკმაოდ საინტერესო ინიციატივა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით განსაკუთრებით ღირებული და მნიშვნელოვანია.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს, ასევე, სკოლების დირექციის წარმომადგენლებს. კონკურსანტების ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს საქართველოს მასშტაბით რაიონების მიხედვით გამოავლენს.

გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება და კონკურსში გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]