weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადიდებულმა მდინარემ გზის ნაწილი დააზიანა - გლოლაში კვლავ სტიქიის საშიშროებაა

11:15 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა გლოლაში საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა. ამ გზით სოფელი გლოლა შოვს, უწერასა და ონს უკავშირდება.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მდინარე ერთი თვეა ადიდებულია, თუმცა კალაპოტიდან სამი დღის წინ გადმოვიდა.

აღდგენითი სამუშაოები გუშინ დილიდან დაიწყო, ხელოვნური გადაღობვით მოხერხდა მდინარის კალაპოტში დაბრუნება, თუმცა ადგილზე მომუშავე ერთადერთი ტრაქტორის დაზიანების გამო სამუშაოები შეწყდა. ონის მერიამ ტექნიკური დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართა.

როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა უთხრა, გზის ცენტრალურ მაგისტრალს საშიშროება აღარ ემუქრება, ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია, თუმცა ადგილზე რჩებიან და ელოდებიან ტექნიკურ დახმარებას. ემზარ გიორგაშვილი ასევე განმარტავს, რომ კვლავ სტიქიის საშიშროებაა ჭანჭახის სხვა მონაკვეთებზე და პრევენციული სამუშაოები აუცილებელია.

გზის ჯებირების კაპიტალურ გარემონტებას სტიქიამდე ორი თვით ადრე ითხოვდა გლოლას მოსახლეობა: "მთლიანი ძირი ჰქონდა გზას გამოთხრილი, აქ საჭირო არის ლოდების მაგივრად გზას კაპიტალურად გაუკეთდეს რემონტი. ორი თვე ვაფრთხილებდით მოსახლეობა, რომ წაიღებს... გამგებელმა ცხრაჯერ მაქვს დარეკილი ცენტრალურში, არაფერს არ შვრებიანო"-  უთხრა „რეგინფოს“ გლოლას მკვიდრმა, ზურაბ გუტაშვილმა.

                                                                                                                                                                                   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]