weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

გასახდელები დროებით უქმდება - სავაჭრო ცენტრები გახსნისთვის ემზადებიან

15:45 ოთხშაბათი, 27 მაისი 2020

1-ლი ივნისიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა ტიპის მაღაზია, სავაჭრო მოლები და ღია და დახურული ბაზრები იხსნება. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოლებისთვის გაცემული რეკომენდაციების შესახებ ,,რეგინფოს“ თბილისი მოლის მენეჯერი, ნინო ბერუაშვილი, ესაუბრა. მისი განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მუშაობა სავაჭრო მოლებში წარმოდგენილ კომპანიებთან, უახლოეს ორ დღეში დაზუსტდება და გაიწერება ყველა დეტალი თითოეული მაღაზიისთვის.

,,ამ ეტაპზე შემიძლია რამდენიმე საყოველთაოდ სავალდებულო რეკომენდაციის შესახებ გესაუბროთ. რეკომენდაციების მიხევით დროებით ვაუქმებთ გასახდელებს, რაც დიდი დისკომფორტი იქნება თითოეული მომხმარებლისთვის, სამაგიეროდ გაცვლა დაბრუნების დრო გახანგრძლივდება. დაბრუნებული პროდუცია გაივლის ,,კარანტინს“. დღის ბოლოს  ყველა მაღაზიაში დეზინფექცია ჩაუტერდება სრულ ინვენტარს და გასაყიდ პოდუქტს. სველი წესით დამუშავდება იატაკი“, - უთხრა ნინო ბერუაშვილმა „რეგინფოს“.

მისივე ინფორმაციით, მომსახურე პერსონალისთვის სავალდებულოა პირბადის, ხელთათმანებისა და სახის დამცავი ფარის ტარება. სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდება სამუშაო ადგილი, სალარო, სადაც ყოველდღიურ შემხებლობაშია მომსახურე პერსონალი. დაზუსტდება თუ როგორ უნდა მოიქცეს თანამშრომელი მომხმარებელთან და ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები.

მოლის ყველა შესასვლელთან მომხმარებელს ტემპერატურას გაუზომავენ და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით დაუმუშავებენ.  პირბადისა ხელთათმანის ტარება მომხმარებლისთვის სავალდებულო იქნება არამხოლოდ რომელიმე მაღაზიაში შესვლისას, არამედ მოლის მთელ პერიმეტრზე გადაადგილებისას.

,,ვირუსი დღეს რჩება ჩვენთან ერთად და აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, როგორიცაა პირბადე, სოციალური დისტანცია, ჰიგიენის ელემენტარული წესები, თუმცა ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა დღეს, 27 მაისს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც სავაჭრო ობიექტების გახსნაზე და ტრანსპორტის ამუშავებაზე ისაუბრა.

გახსნამდე ობიექტებს ჯანდაცვის სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი შეამოწმებს. მოლების სამუშაო საათები 11 დან 21 საათამდე განისაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]