weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„9 მილიონი ტურისტი მოგვაკლდა, ხალხის შემოსავლებმაც იკლო, ვინღა ივლის?!“ - რესტორნების ასოციაცია

17:39 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

პირველი ივნისიდან ღია სივრცის მქონე კაფე- რესტორნები, ხოლო რვა ივნისიდან ყველა სახის რესტორანი და სასტუმრო იხსნება. დეტალურ რეკომენდაციებს რესტორნები ჯერ კიდევ ელოდებიან, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მათ დარბაზებში მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, მომხმარებლისთვის სიცხის გაზომვა და ინვენტარის ხშირი დეზინფექცია მოუწევთ.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა რესტორნების ასოციაციას ჯერ კიდევ 20 მაისს გაუგზავნა იმ სავალდებულო რეკომენდაციების ზოგადი სია, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ინფექციის გავრცელების რისკების შესამცირებლად. ასოციაცია დღეს ელოდება დეტალურად გაწერილ გაიდლაინებს, რის მიხედვითაც ყველა კვების ობიექტი გადამზადდება.  

როგორც რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე გაბრიჩიძემ „რეგინფოსთან“ საუბრისას აღნიშნა, უკვე არსებული რეკომენდაციების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ოთხ გვერდამდეა, რაც გულისხმობს ყველა სტუმრისთვის ტემპერატურის შემოწმებას, დისტანციის დაცვას, სადეზინფექციო ხსნარებით ინვენტარის ხშირ დამუშავებას და სხვა.

მაგიდებს შორის დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს, ერთ მაგიდასთან კი 6 სტუმარზე მეტის დაჯდომა არ შეიძლება. გამონაკლისი მხოლოდ ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე ბავშვებისთვის დაიშვება.

,,დისტანციის დაცვის აუცილებელად შესასრულებელი რეკომენდაციის გამო შემცირდება სიმჭიდროვე დარბაზში, შესაბამისად გასაუქმებელი იქნება ნაწილი მაგიდებისა, რაც ნიშნავს ნაკლებ მომხმარებელს და გამოიწვევს შემოსავლების შემცირებას. ეს საკმაოდ მძიმედ აისახება ჩვენს მდგომარეობაზე, იჯარა და კრედიტები გადასახდელია, შემოსავალი კი ნაკლები იქნება, როგორ გავართმევთ თავს არ ვიცით. პანდემიის გამო ცხრა მილიონი ტურისტი მოგვაკლდა, ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლებმაც იკლო, ვინღა ივლის?!“, - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი.

კონსტანტინე გაბრიჩიძე სტუმრების შემცირების მიუხედავად, ფასების მატებას არ ვარაუდობს მომხმარებლის რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო. იმედოვნებს, რომ ახალი გაიდლაინები უფრო არ დაამძიმებს მდგომარეობას და სახელმწიფო შეასრულებს  საბანკო სესხების პირობების შემსუბუქების დანაპირებს, რა მიმართულებითაც აქამდე რეალური ნაბიჯები არ გადაგმულა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რესტორნებისთვის დახმარებაზე ჯერ კიდევ 7 მაისს ისაუბრა. „ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ დამატებით დახმარებას მათ, რაც გამოიხატება იმაში, რომ ეს ობიექტები ჩაერთვებიან საკრედიტო-საგარანტიო სქემაში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე. ეს იძლევა საშუალებას იმისა, რომ საბრუნავი საშუალებები მოიზიდონ და მოემზადონ ამოქმედებისთვის ახალი, უსაფრთხო წესებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]