weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში დაკავებულები 1000 – 1000 ლარით დააჯარიმეს

18:55 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

ბათუმში საპროტესტო აქციაზე დაკავებული 26 ადამიანი სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა. დაკავებულებს შორის იყვნენ ერთ-ერთი ბრალდებულის, რეზო წულუკიძის და, მამა და ძმა. მოსამართლემ მამის საქმის განხილვა გადადო.

ხულიგნობის ბრალდებით 7 მაისს დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ახლობლებმა და ნათესავებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გუშინ გამართეს. აქციის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი თქმით, წულუკიძე და ანთაძე ჩხუბის დროს მხოლოდ თავს იცავდნენ და პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია ინციდენტის მონაწილეები, რომლებმაც წილუკიძე და ანთაძე სცემეს და დანით დაჭრეს.

აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა აქციაზე 30 ადამიანი დააკავეს. სამინისტროს განმარტებით, აქციის მონაწილეები პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]