weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუისში 10 ათას კვ მეტრზე რუსულ კომპანიას ელექტროგასამართი სადგურის მოწყობა სურს

13:10 პარასკევი, 29 მაისი 2020

ამ წუთებში ქარელში მიმდინარეობს საკრებულოს სხდომა, რომელზეც დეპუტატები სოფელ რუისის სპორტული კომპლექსის ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს უყრიან კენჭს.

რუისელი მოსახლეობისა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი ჯერ ეკონომიკის სამინისტროს, შემდეგ კი რუსულ კომპანია „ბიგ სერვისს“ გადასცეს.

გამოცემა qartli.ge წერს, რომ კომპანიას ამ ტერიტორიაზე ელექტროგასამართი სადგურის მოწყობა სურს. „ბიგ სერვისი“ 2005 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი მფლობელები ძირითადად რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ადგილობრივები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ითხოვდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ დაუშვეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

რუისის სპორტული კომპლექსის გაყიდვის მცდელობა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, თუმცა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ხაშურის სასამართლომ რუისის მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე მიწის გასხვისების პროცესი გააჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]