weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუისში 10 ათასი კვ.მეტრი სადავო ნაკვეთი საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა

15:02 პარასკევი, 29 მაისი 2020

ხმაურიანი კენჭისყრის შემდეგ, ქარელის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს 10 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი მიწის ფართობი უსასყიდლოდ გადასცა.

საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ადგილობრივების თქმით, ამ ტერიტორიაზე სოფლის სპორტული კომპლექსი მდებარეობს. სპორტულ კომპლექსს კი რუისს იმისთვის ართმევენ, რომ შემდეგ გადასცენ რუსულ კომპანია ,,ბიგ სერვისს", რომელიც იქ ელექტროგასამართი სადგურის აშენებას გეგმავს.

„ბიგ სერვისი“ 2005 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა და მისი მფლობელები ძირითადად რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქეები არიან.

საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ადგილობრივები და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ითხოვდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთი არა სპორტული მოედანი, არამედ მისი მომიჯნავე ტერიტორიაა.

რუისში ამ ნაკვეთის გაყიდვის პროცესი 2019 წელს დაიწყო, თუმცა ადგილობრივების სარჩელის საფუძველზე ხაშურის სასამართლომ შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]