გუდაუთის კლინიკას 940 დამცავი კომბინიზონი, 920 სამედიცინო ხალათი, 900 წყვილი ხელთათმანი, 4500 სამედიცინო ქუდი, 1000 წყვილ ბახილი და 180 ლიტრი სადეზინფექციო საშუალებები გადაეცა. ოკუპირებულ აფხაზეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ სპეციალიზებული სწორედ გუდაუთის საავადმყოფოა.
„Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხო მკურნაოლობისთვის, მნიშვნელოვანი რაოდენობის დამცავი აღჭუვრილობაა საჭირო. გაეროს განვითარების პროგრამა მოხარულია, რომ შეუძლია ეს აუცილებელი ტვირთი მიაწოდოს გუდაუთის კლინიკას, რომელიც Covid-19-თან ბრძოლის ეპიცენტრშია", - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა.
მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებთან ერთად, გუდაუთის კლინიკას ვიდეოკონფერენციებისთვის საჭირო ტექნიკაც გადაეცა. ამ ტექნიკის დახმარებით, საავადმყოფო სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებას და ონლაინ კონფერენციებში მონაწილეობას შეძლებს. პროგრამა მსგავს აღჭურვილობას ასევე გადასცემს რესპუბლიკურ ტუბდისპანსერს, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურს და გაგრისა და ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოებს.
დახმარების პირველი სამი პარტია აფხაზეთში ჯერ კიდევ მარტსა და აპრილში ჩავიდა. ამ დროისთვის, Covid-19 თან საბრძოლველად გაეროს განვითარების პროგრამის, ევროკავშირსა და USAID-ის მიერ აფხაზეთისთვის გაწეულმა დახმარებამ 103 ათასი დოლარი შეადგინა.