weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პრემიერი - უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

17:23 პარასკევი, 29 მაისი 2020

სიღარიბის მაჩვენებლებზე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. გიორგი გახარიას თქმით, თუკი 2012 წელს, ქვეყანაში სიღარიბის მონაცემი იყო 30 %-ზე მეტი, დღეს 19.5%-ია.

„რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში და ეს არის ფაქტი. ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, კონკრეტულად,

2012 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10.5 პროცენტული პუნქტით. 2012 წელს საქართველოში სიღარიბე დაფიქსირებული იყო 30%-ზე მეტი, დღეს სიღარიბე არის 19.5%. მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკიდურესი სიღარიბე საქართველოში შემცირდა ორჯერ.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ 17 წლამდე ბავშვების სიღარიბე შემცირებულია 34.7%-დან 25.5%-მდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის მძიმეა სიღარიბის თემაზე სუბარი, რადგან თითოეული ამ რიცხვის უკან საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიური, მძიმე ცხოვრება დგას, - „გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც კრიზისში ვართ. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური მძიმე ცხოვრება და ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის განმსჭვალული. მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ სიღარიბის შემცირების დინამიკა თითოეული მოქალაქისთვის იმედის მომცემი მაინც ყოფილიყო“.

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა მოითხოვეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ​2009 წელს საქართველოში სიღარიბეში ცხოვრობდა ბავშვების 11.5%. ​2011 წელს – 9.4 %; ​2013-ში – 6 %; ​2015 წელს – 2.5 %. ​ხოლო 2017 წელს – 6.8 %, რაც ნიშნავს, რომ ამ ბავშვებს დღეში დაახლოებით 3 ლარით არსებობა უწევდათ.

სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში უკიდურესი სიღარიბეში 77 000 ბავშვი ცხოვრობდა. 6 წლის შემდეგ, 2018 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ვითარება თითქმის არ შეცვლილა და ყველაზე რთულ ვითარებაში სიღარიბის მხრივ ქვეყანაში კვლავ ბავშვები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]