weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წაღვერის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციაზეც მილიონი დაიხარჯა, წვიმა ჩავიდა

12:35 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

წაღვერის კულტურის სახლს ჯერ მუშაობაც კი არ დაუწყია, თუმცა უკვე დაზიანებულია. შენობაში წვიმა ჩავიდა, გარე ფილები ჩამოცვივდა, შესასვლელში კი, კედლებს ჭერიდან ჩამოსული წყლის კვალი ემჩნევა - გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“, რომელიც ინფორმაციას და დაზიანებული სახლის ფოტოებს ავრცელებს, წერს, რომ შენობის დამპროექტებელმა აივნის გადახურვა არ გაითვალისწინა.

წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაცია 5 მარტს დასრულდა და მასზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 045 502 ლარი დაიხარჯა.

მშენებელი კომპანია „დიკა 2010“ „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში ამბობს, რომ დაზიანება მათი ბრალი არაა, რადგან სამუშაოები უკვე მომზადებული პროექტის მიხედვით შეასრულეს, მასში კი ე.წ. ვერანდის გადახურვა გათვალისწინებული არ ყოფილა. კომპანიის მტკიცებით, წყალი სწორედ გადაუხურავი აივნიდან ჩავიდა.

„დიკა 2010“–ის ფინანსური დირექტორის ნათია ხვედელიძის თქმით, კომპანია არ გაურბის ვალდებულებას, რომ საგარანტიო პერიოდის ვადაში ნებისმიერი ხარვეზი გამოასწოროს, თუმცა დასძენს, რომ ვიდრე მუნიციპალიტეტი აივანს არ გადახურავს, კედლების შეკეთებას აზრი არ აქვს.

კითხვაზე, რატომ არ გაითვალისწინა აივნის გადახურვა იმ კომპანიამ, რომელმაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები მოამზადა, მერიაში მიიჩნევენ, რომ გადახურვის აუცილებლობა არ იდგა. მერიაში „სამხრეთი კარიბჭეს“ უთხრეს, რომ სამშენებლო სამუშაოები „ყველა სტანდარტის დაცვით შესრულდა“, გამოვლენილი ხარვეზების მიზეზად კი, კლიმატურ პირობები დაასახელეს.

„როცა ამხელა პროექტი სრულდება, ასეთი მცირე ხარვეზებიც ბუნებრივია. ძირითადი სამუშაოები ზამთრამდე შესრულდა, ამიტომ როცა ყინვებმა გადაიარა, გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც კომპანია საგარანტიო პერიოდის ვადაში გამოასწორებს“ – ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე, ბუბა ბერიძე.

ბუბა ბერიძე ასევე განმარტავს, რომ შენობაში წყალი აღარ ჩადის, აივნის გადახურვის საკითხზე კი უკვე მუშაობენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 3000 ლარი გამოიყოფა.

„სამხრეთის კარიბჭე“ წერს, რომ წაღვერის კულტურის სახლის რეაბილიტაციისას ეს ხარვეზი ერთადერთი არ ყოფილა. მშენებლობის პროცესში გაირკვა, რომ საპირფარეშოები შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა ყოფილიყო, ამის გამო, მშენებელმა კომპანიამ პროექტის მიხედვით აშენებული საპირფარეშოები დაანგრია და ხელახლა, უკვე შშმ პირებზე მორგებული ააშენა, რის გამოც ხელშეკრულების ვადამ ერთი თვით გადაიწია.

დამპროექტებელ კომპანიასთან დაკავშირება გამოცემამ ვერ მოახერხა.წაღვერის სახლის პროექტი შპს ‘Modern Architectural Group’–მა 2019 წლის მაისში, 36 545 ლარად მოამზადა. ზუსტად ოთხი თვის შემდეგ კომპანია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო მოხვდა. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, ‘Modern Architectural Group’–მა ასევე ხარვეზებით და ნაწილობრივ შეასრულა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რის გამოც უწყებამ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო, შედეგად კი, 2019 წლის 23 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებით კომპანიას ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალა.

 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]