„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა განახორციელა საკუთარ მეუღლეზე, 44 წლის ე.კ.-ზე, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. ასევე დადგინდა, რომ მ.კ. საკუთარ მეუღლეს წლების განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი საკუთარი სახლიდან გაქცევას და მიმალვას ცდილობდა“, - აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.
შსს-ის სტატისტიკით, 2017 წლის 29 ივნისის მდგომარეობით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ 1352 შემაკავებელი ორდერი გასცა. ექვსი თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის 180 და ოჯახში ძალადობის შედეგად მკვლელობის 8 შემთხვევა დაფიქსირდა.