weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სოციალური დახმარება, რომელსაც მოქალაქეებს ვუწევთ, არასაკმარისია - პრემიერი

15:54 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

დღეიდან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკური საქმიანობების დიდი ნაწილი ისევ ამუშავდება, მათ შორის ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ყველა სახის ბაზრობა. ხელისუფლება შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთ არგუმენტად მძიმე სოციალურ ვითარებას ასახელებს.

"ჩვენ იძულებული ვართ, რომ ეკონომიკა გავხსნათ. მთავრობას გააზრებული აქვს, ის სოციალური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ მოქალაქეებს, არ არის საკმარისი, ამიტომ ჩვენ ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ ეკონომიკა გავხსნათ,"- აღნიშნა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ ეკონომიკური საქმიანობების ამუშავების მთავარ არგუმენტად მოქალაქეების მძიმე სოციალური მდგომარეობა და იმ შემოსავლების დაკარგვა დაასახელა, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის დაწყებამდე ჰქონდათ.

"ჩვენ არ გვაქვს სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი, ან ახალი დახურვის და გადაკეტვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მოქალაქეებს მოუწოდა, არ გავიდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე.

გახარიას თქმით, საქართველოს ვირუსი არ დაუმარცხებია, რადგან ცალკე ერთი ქვეყანა პანდემიის წინაშე უძლურია და ამას მოწმობს ბოლო ორ დღეში თბილისსა და მარნეულში ახალი კლასტერების გამოჩენა. "ეს პანდემია არის გლობალური გამოწვევა და მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მთელმა მსოფლიომ. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანა არის, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში ასევე სივრცეში",- განაცხადა პრემიერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]