weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები - UNICEF

16:23 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

კორონავირუსის პანდემიისას, როდესაც ინფექციონისტების მთავრი რეკომენდაცია ხელების ხშირად დაბანაა, ბავშვების საკმაოდ დიდი რაოდენობას ქვეყანაში პირადი ჰიგიენის საშუალებებზე ხელი არ მიუწვდება.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია.

ინფორმაციას კვლევის შედეგების შესახებ, გაეროს ბავშვთა ფონდი, დღეს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აქვეყნებს.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვებს და მათ ოჯახებს ჰქონდეთ წვდომა უსაფრთხო და უვნებელ წყალსა და სანიტარულ პირობებზე, ინტერნეტზე, წიგნებსა და საგანმანათლებლო რესურსზე“, - ამბობს ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, - „ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ძირითადი მომსახურებების გაძლიერებისათვის და თითოეული ბავშვისათვის სათანადო გარემოს შესაქმნელად, რათა ბავშვებმა შეძლონ საკუთარი უფლებებით სარგებლობა. სექტემბერში ძალაში შევა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს ბავშვთა ცხოვრებაში მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას კოდექსის განხორციელებაში.“

ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ 3-დან 17 წლამდე ბავშების კიდევ ერთ სერიოზული პრობლემა, ინტერნეტის და საჭირო ტექნიკის არარსებობაა.

„ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან. ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტერნეტზე, თამაშისა და სწავლის შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ასევე ხარისხიანი ინტერნეტის ნაკლებობა. საქართველოში 3-დან 17 წლამდე ასაკის 50 400 ბავშვს არ აქვს სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი,“ - ვკითხულობთ გაეროს ბავშვთა ფონდის საიტზე.

სექტემბრიდან ძალაში შედის ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის სექტემბერში მიიღო. კოდექსი ეს არის სპეციალური კანონი, რომელიც აერთიანებს ბავშვის კეთილდღეობისათვის უმნიშვნელოვანეს ყველა ძირითად პრინციპს. ყველა სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი ხელისუფლება, სხვა ადმინისტრაციული უწყებები, საერთო სასამართლოები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები და ფიზიკური პირები ბავშვებთან იმუშავებენ და მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწორედ ამ კოდექსის საფუძველზე მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]