weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის 40 მილიონი გაუმჭვირვალედ იხარჯება

17:49 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

ოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც ყოველწლიურად 40 მილიონი ლარია, მეორე წელია, ტენდერების გარეშე, კორუფციული რისკის მატარებელი გამარტივებული შესყიდვის პროცედურით იხარჯება - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აქვეყნებს კვლევას, თუ როგორ განკარგავენ მუნიპალიტეტები პროგრამის თანხებს.

ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად რამდენიმე ათასი კონტრაქტის გამარტივებული, ე.წ. პირდაპირი შესყიდვის გზით განხორციელებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე ორჯერ გასცეს. გამარტივებული შესყიდვის ასეთი მასშტაბით გამოყენება მუნიციპალურ დონეზე ამცირებს გამჭვირვალობას და კონკურენციას და ზრდის კორუფციის რისკებს. - ნათქვამია კვლევაში.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2009 წელს დაიწყო, მოიცავს 54 მუნიციპალიტეტს თვითმმართველი ქალაქებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტეების გამოკლებით.

პროგრამის პირობის მიხედვით, თანხა სოფლებზე მოსახლეობის მიხედვით უნდა ნაწილდებოდეს. მოსახლეობა კენჭისყრის გზით უნდა წყვეტდეს, თუ რა გაკეთდება ამ თანხით და თითოეულ პროექტზე უნდა გამოცხადეს ტენდერი. 2017 წლიდან გამონაკლის შემთხვევებში დაშვებული იყო გამარტივებული (პირდაპირი) შესყიდვა. 2019 წლიდან კი ყველა პროექტი პირდაპირ გამარტივებული შესყიდვით ხორციელდება.

გათვალისწინებული პროექტების მცირე ზომიდან გამომდინარე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კარგი შესაძლებლობაა მუნიციპალურ დონეზე მცირე და საშუალო სამშენებლო ბიზნესის მხარდასაჭერად. კონკურსის პირობებში ადგილობრივ კომპანიებს ეძლევათ საშუალება სამართლიანად მოიპოვონ სახელმწიფო კონტრაქტები. გამარტივებული შესყიდვებისას კი კომპანიას ირჩევს შემსყიდველი, რა დროსაც შერჩევა გაუმჭირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ გამარტივებული შესყიდვა ატარებს კორუფციის მომეტებულ რისკს, რადგან უკონკურენტოდ ხდება კომპანიის შერჩევა და იზრდება კომპანიებთან ფარული გარიგებების რისკი.

„საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ წერს კანონთან შეუსაბამო რამდენიმე გადაწყვეტილებაზე, როდესაც გამოიყენეს ე.წ. „ერთობლივი შესყიდვის” მექანიზმი.   

,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ მოუწოდებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, არ გასცეს გამარტივებული წესის გამოყენების კანონთან შეუსაბამო ერთიანი ნებართვები და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა გაიხარჯოს მეტად გამჭვირვალე, კონკურენტიან და სამართლიან პირობებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]