weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„არსად წავალ, სანამ დირექტორის იმპიჩმენტი არ დადგება“ - შიმშილობის მეოთხე დღე აჭარის მაუწყებელთან

18:31 ორშაბათი, 01 ივნისი 2020

საზოგადოებრივი მოძრაობა "მე მიყვარს ბათუმის" აქტივისტი, ალექსანდრე მილორავა მეოთხე დღეა, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაყენების მოთხოვნით, ტელევიზიის წინ შიმშილობს.

შიმშილობის მეოთხე დღეს ალექსანდრე მილორავა თავს სუსტად გრძნობს. "დაბალი წნევა მქონდა, მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და წამლით დამირეგულირეს. ახლა უკეთესად ვარ,"- ამბობს ალექსანდრე.

როგორც ალექსანდრე მილორავამ "რეგინფოს" უთხრა, მან უმაღლეს საბჭოს უნდობლობის პროცედურის დაწყების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მის მიმართვას ჯერჯერობით გამოეხმაურა მხოლოდ ბორდის ერთი წევრი, გია ქარცივაძე, რომელმაც მის პროტესტს ლეგიტიმური უწოდა.

"ვაპროტესტებთ საზოგადოებრივი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს, ჩემი მოთხოვნებია: პირველ რიგში, გადადგეს კოხრეიძე. ამაში დაეხმარება ბორდი, დააყენოს იმპიჩმენტის საკითხი და შესაბამის სხდომაზე გადააყენოს ის. მეორე: ვითხოვთ თავიანთ პოზიციებზე დააბრუნონ კოხრეიძის მოსვლის შემდეგ გათავისუფლებული ჟურნალისტები."- უთხრა ალექსანდრე მილორავამ "რეგინფოს", - “არსად არ წავალ, სანამ დირექტორის იმპიჩმენტის საკითხი არ დადგება”

გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული - ტელევიზიის დირექტორს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან. გიორგი კოხრეიძის მმართველობას აჭარის მაუწყებელში არაერთი გადაცემის შეჩერება, წამყვანების, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება და პროტესტი უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]