მან ინფექციურ საავადმყოფოში მყოფთა შესახებაც ისაუბრა. საბურთალოს კლასტერიდან გუშინ მიღებული პაციენტებიდან სამს დაუდასტურდა ინფექცია, ხოლო მეოთხე, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტს, გამოიკვლევენ. ამ შემთხვევაშიც, ოთხივე პაციენტი ერთი ოჯახის წევრია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 58 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მათგან მძიმე და პრობლემური არც ერთის მდგომარეობა არაა. ,,პაციენტებიდან რამდენიმეს აქვს პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა კეთილსაიმედოა,“- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა დაინფიცირებულებს. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს, რაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე სამჯერ ნაკლებია.