შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ სამყაროს აღიარებენ. ისინი, „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ „ქურდული სამყაროს“ წევრებთან.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხოეთში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით, რუსთავში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გამოსძალეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 3500 ლარი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.