weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერთჯერადი მენიუ, ორმეტრიანი დისტანცია და 6 კაცი მაგიდასთან - წესები რესტორნებისთვის

14:21 სამშაბათი, 02 ივნისი 2020

8 ივნისიდან, საქართველოში, ყველა ტიპის კაფე და რესტორანი იხსნება, თუმცა კვების ობიექტებს ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სამინისტრომ COVID-19 -ის პირობებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სავალდებულო წესების ნუსხა გამოაქვეყნა.

რესტორნებმა და კაფეებმა დაჯავშნის სისტემით უნდა იმუშაონ, რათა მომხმარებელთა დიდი ნაკადი აიცილონ თავიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებას ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი იღებს, მას მოცდა შენობის გარეთ, დისტანციის დაცვით მოუწევს. ფიზიკურ პირებებს მოცდა დახურულ სივრცეში, პირბადის გამოყენებითა და სოციალური დისტანციის დაცვით შეეძლებათ.

გარდა ამისა, აუცილებელია მომხმარებლებისთვის ტემპერატურის გაზომვა, დეზობარიერი შესასვლელში, ერთჯერადი ან ელექტრონული მენიუს გამოყენება და ორმეტრიანი დისტანცია მაგიდებს შორის.

მოთხოვნები ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

  • მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა
  • სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა
  • მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა
  • დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით
  • უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

  • დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
  • მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა
  • ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია
  • ერთი ადამიანის განთავსებისთვის საჭირო ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2,25მ2-ს.
  • სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი
  • ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა
  • გამონაკლისი სახით შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
  • დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე
  • გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი
  • უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შეთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით
  • სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით
  • ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

ჯანდაცვის რეკომენდაციების მიხედვით, მკაცრდება ჭურჭლის რეცხვის, ჰიგიენისა და შენობის დეზინფექციის პროცედურებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]