weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წვიმა, სეტყვა და ელჭექი - დღეიდან ამინდი გაუარესდება

17:48 სამშაბათი, 02 ივნისი 2020

2 ივნისიდან 6 ივნისის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საღამოობით მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექი. განსაკუთრებით უხვ ნალექს სინოპტიკოსები ხვალ პროგნოზირებენ.

ამინდის გაუარესების მიზეზი ევროპის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებული ღრმა ციკლონია, დაბალი წნევის არე, რომელიც მოიწევს სამხრეთისკენ, ჩამოვა თურქეთის ჩრდილო ტერიტორიამდე და მოიცავს შავ ზღვას. შტორმი შავ ზღვაზე არაა მოსალოდნელი, თუმცა ძლიერ ხანმოკლე წვიმებს უნდა ველოდოთ. ზღვის ღელვა 2-3 ბალს მიაღწევს.

,,მდგრადი სიტუაცია ჯერჯერობით არ ჩანს, პერიოდულად მაინც უნდა ველოდოთ ხანმოკლე ხასიათის წვიმებს 11 ივნისამდე. ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება ან მატება მოსალოდნელი არაა. საქართველოს ჩრდილოეთ მთიან რეგიონებში ღამის ტემპერატურა საშუალოდ 7-9, დღისით კი - 20 დან 23 გრადუსი იქნება. შედარებით თბილია სამხრეთ საქართველოს მთიანი ზონა, აქ ღამის ტემპერატურა- 9 დან 11 გრადუსამდე, ხოლო დღის ტემპერატურა 21 დან 25 გრადუსამდე გათბება,“ - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]