weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში კორონავირუსით მე-13 პაციენტი გარდაიცვალა

10:36 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

გარდაცვლილი სოფელ მუშევანის მკვიდრი 76 წლის მამაკაცია. ექიმების თქმით, პაციენტს ჰქონდა თანმხლები დაავადებები და მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.

„სამწუხაროდ, ის იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს“, - უთხრა ჟურნალისტებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე

საქართელოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ოთხ აპრილს გარდაიცვალა.

3 ივნისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 800 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 640 და გარდაცვლილია 13 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]