weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 ივნისიდან რკინიგზა არ ამუშავდება

14:20 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

საქალაქთაშორისო მიმოსვლაზე შეზღუდვები 2 დღეში იხსნება, თუმცა მგზავრთა გადაყვანა რკინიგზით კვლავ შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის 2 ივნისის დადგენილებით, რეგულაციების მოხსნა არ შეეხება რკინიგზას. უცნობია, როდემდე იქნება აკრძალული რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა.

შეზღუდულია „სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით“ - ნათქვამია დადგენილებაში.

საქართველოს რკინიგზას  მგზავრთა გადაყვანა 31 მარტიდან  გაურკვეველი ვადით აქვს შეეზღუდული.

მთავრობის იმავე დადგენილებით, კვლავ აკრძალულია შიდა საჰაერო მიმოსვლაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]