weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორ საათში ამოწურული 10 მილიონი და დახმარების გარეშე დარჩენილი ფერმერები

15:38 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

მიმდინარე ეტაპზე სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის განკუთვნილი პროგრამის ბიუჯეტი მიღებული განაცხადების დონეზე ამოწურულია“, - ასეთი შეტყობინება ხვდებათ აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე. პროგრამის სრული ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო, აქედან 6 მილიონი - ტექნიკის თანადაფინანსებისთვის, თუმცა რეგისტრაციის გამოცხადებიდან 2 საათში, მთლიანი ბიუჯეტი ამოიწურა, ფერმერთა ნაწილი კი პროგრამაში ვერ მოხვდა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 29 მაისს დაიწყო. რეგისტრაციის მთავარი მოთხოვნა თანმდევი დოკუმენტაციის ნუსხა იყო. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა თქმით, საკმაოდ ვრცელი ნუსხის შევსება დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული, თუმცა რეგისტრაცია ამ დოკუმენტების შეგროვების მიუხედავადაც ვერ მოახერხეს. განაცხადების მიღების დაწყებიდან დაახლოებით ორ საათში რეგისტრაცია ავტომატურად შეწყდა, რადგან პროგრამისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ამოიწურა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორ საათში 339 განაცხადი შევიდა და უმრავლესობა სწორედ  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას უკავშირდებოდა.

„წავედი თბილისში, ტრაქტორების მაღაზიაში გამოვაწერინეთ ინვოისი, მერე პირადობის ასლი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, რომ მე არ მაკისრია ფინანსური ვალდებულებები, განაცხადის შეტანამდე თანხა უნდა მდებოდა ანგარიშზე და ამის ამონაწერიც ავიღეთ, აუდიტის ცნობა. ჯამში 500-დან 600 ლარამდე ჰაერში წავიდა,“ - უთხრა „რეგინფოს“ ერთ-ერთმა ფერმერმა სოფელ გავაზიდან, რომელმაც პროგრამაში დარეგისტრირება ვერ მოახერხა, დოკუმენტების შეგროვებისთვის გაწეული ხარჯი კი ხარჯად დარჩა.

„ყველანაირი საბუთი გვქონდა გამზადებული, გავიღეთ ხარჯი, მოვემზადეთ დასარეგისტრირებლად და განცხადება უნდა შეგვევსო, როცა გაჭედა პროგრამამ (არა ინტერნეტმა) და რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგაც ვერ შევძელით განცხადების გაგზავნა.

ცხელ ხაზზე დავრეკეთ, მივწერეთ, მაგრამ პასუხად მხოლოდ გვეუბნებოდნენ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. საბოლოოდ კი გადაივსო ის რაოდენობა, რომელიც ჯამურ ბიუჯეტს მოიცავდა ამ პროგრამაზე. ამგვარი მიდგომა არასამართლიანია, უნდა მიეღოთ ყველას განცხადება, დამსხდარიყვნენ და განეხილათ ვის ეკუთვნოდა დაფინანსება და ვის არა.

ვიცოდი რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი დასწრებაზეა მაგრამ... ვიცი შემთხვევები, წინა წელს უკვე დააფინანსეს და წელს განცხადებები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაგზავნეს“, - ამბობს „რეგინფოს“ რესპონდენტი.  

10 მილიონიანი პროგრამა სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოაცხადა. ამ თანხიდან 6 მილიონი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის გამოიყო. პროგრამა მიზნად ისახავს ერთწლიანი და მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობას. სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიზნობრიობისათვის შეადგენს არაუმეტეს 50%-ს და 50 000 ლარს, ხოლო სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში არაუმეტეს 50% -ს, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს აღნიშნული პროგრამისთვის დამატებით თანხების გამოყოფაზე ინფორმაცია არ აქვს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]