weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რამდენი იქნება ჯარიმა, თუ პირბადეს არ გაიკეთებთ - პარლამენტში კანონპროექტი მზადდება

16:49 ოთხშაბათი, 03 ივნისი 2020

პარლამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოუყენებლობისთვის ჯარიმების დაწესებას გულისხმობს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები აუცილებელია, რადგან ქვეყანაში არსებული კარგი ეპიდსიტუაციის გამო მოსახლეობა მოდუნდა.

„რა თქმა უნდა, ჯარიმები უნდა დაწესდეს, თუმცა ის უნდა იყოს ადეკვატური და მიზანს აღწევდეს, რომ ხალხმა პირბადეები ატაროს. კარგი ეპიდემიური სიტუაციის გამო მოსახლეობა მოდუნდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთან კორონავირუსი არ გამქრალა“, - უთხრა „რეგინფოს“ დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძე არ აკონკრეტებს, როდის გავა ცვლილებები კომიტეტზე და რა ოდენობის ფულადი ჯარიმა დაწესდება მათთვის, ვინც დახურულ სივრცეში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეს არ გამოიყენებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ჯარიმების ერთგვარი რანჟირების სისტემაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიგი წერეთელი, რომლის აზრითაც  პირბადეების გამოუყენებლობაზე ჯარიმა აუცილებელია, თუმცა არა ისეთი რომ მოსახლეობის ეკონომიკური სიტუაცია გააუარესოს.

„ჯარიმა უნდა იყოს, მაგრამ დღეის მდგომარეობით შეიძლება 100 და 50 ლარი მოსახლეობისთვის ძალიან მაღალი აღმოჩნდეს. ადამიანებს დღეს თითო ლარზე აქვთ პრობლემა. ამიტომ პირველ ჯერზე საჭიროა, რომ ჯარიმა იყოს დაბალი. ასევე, საჭიროა ამ ჯარიმების რანჟირება. არ შეიძლება, ერთნაირად დავაჯარიმოთ ის მოქალაქე, რომელმაც მაგალითად ძაღლი გადაარჩინა და ამიტომ არ ეკეთა პირბადე და ის ადამიანი, რომელმაც შეგნებულად არ გაიკეთა ის“, - უთხრა გიგი წერეთელმა „რეგინფოს“.

საჯარო სივრცეში პირბადის გამოყენების წესის დარღვევის გამო ჯარიმების შემოღების საჭიროებაზე, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ მოუწოდა იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტებს, რომ ცვლილებები დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ჯარიმის ოდენობა უნდა იყოს რაციონალური და აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ჰქონდეს პრევენციული ეფექტი და არ აუარესებდეს მოქალაქის სოციალური მდგომარეობას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]